თამაშგარე

18:12 | 15.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ულარისობა ძნელია

გუშინ დიდი დღე იყო პარაგვაიში. ბოლო წლებში ყველაფრის მომგებ არგენტინის ეროვნულ გუნდთან გამარჯვებით ხარობდა სოფელი და ქალაქი, მთა და მდინარე, კაცი და ქალი, დიდი და პატარა. ჩვენი ინტერესის საგანი კი ის გახლავთ, გაგვეგო არგენტინასთან ისტორიული გამარჯვება როგორ აღნიშნა გამარჯვებათა აღნიშვნის დიდოსტატმა, ჩვენი რუბრიკის ჭეშმარიტმა თილისმამ, პარაგვაელმა მსახიობმა და მოდელმა ლარისა რიკელმემ.

სამწუხარო ისაა, რომ მაშინ როდესაც სანაბრია და ალდერეტე ემილიანო მარტინესს ამწუხრებდნენ, ქალბატონი ლარისა ბრაზილიაში ბრძანდებოდა და ერთ-ერთ იქაურ კინოსტუდიაში უსწრაფესი ჩაცმა-გახდით ყოფილა დაკავებული. ამას როგორ გადაიტანს სრულიად პარაგვაის ძუძუმოყვარული საზოგადოება, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის.

ჩვენში რომ დარჩეს, მშვენიერ ლარისას ასუნსეონის “ესტადიონ ეუნო დეფენსორეს დელ ჩაკოს” სტადიონზე არყოფნის წყალგაუვალი “ალიბი” კი ჰქონდა, რადგან ბრაზილიის ხსენებულ კინოსტუდიასთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მათ სერიალებში ამ ქალის გავის გაუქნევლობა არ იქნება. მაგრამ ულარისობით ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?...

0.116507