ფეხბურთი

23:00 | 1.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ჯიღაური უზბეკეთის ჩემპიონი გახდა

უზბეკეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ჯაბა ჯიღაურის „ნასაფმა“ სტუმრად ტაშკენტის „ლოკომოტივი“ 1:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველ ფეხბურთელს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ჩემპიონობაში წვლილი 17 შეხვედრაში 4 გოლით და 1 საგოლე პასით შეიტანა.

„ნასაფს“ 52 ქულა აქვს, სეზონის ბოლომდე სამი ტურია დარჩენილი და კონკურენტები მის დაწევას ვეღარ მოახერხებენ. „ნასაფი“ უზბეკეთის ჩემპიონი პირველად გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093138