ფეხბურთი

10:26 | 28.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "მამარდაშვილმა "ვალენსია" ცოცხალი დატოვა, ნამდვილი გიგანტია"

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ხეტაფეს“ დაუზავდა (1:1), რაც დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა.

განსაკუთრებით მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, როცა საოცარი ორი სეივი გააკეთა და „ვალენსია“ წაგებისგან იხსნა.

ესპანურ მედიაში გიორგის თამაში ძალიან დადებითად შეაფასეს:

AS: „პირველ ტაიმში მოუწია თამაშში ჩართვა, რათა ალდერეტეს თავური თითებით მოეგერიებინა. კომპენსირებულ დროში ორმაგი სეივი მიითვალა, რამაც გუნდს ქულა გადაურჩინა. გიგანტი“.

Eldesmarque(9 ქულა): „პირველი ტაიმის ბოლო წუთებში გამოჩნდა, როცა თავისი გუნდი ორი კარგი სეივით გადაარჩინა. მეორე ტაიმში კიდევ ორჯერ, რამაც „ვალენსია“ ცოცხალი დატოვა“.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ 7 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

0.115022