ჭიდაობა

0:08 | 22.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ორი ქართველი მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატის ფინალშია

ალბანეთში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოსთვის წარმატებულად დაიწყო და ორი მოჭიდავე ფინალში გავიდა.

67 კგ წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ ფრანგი, მოლდოველი, სომეხი და რუსი მეტოქეები დაამარცხა, შესაბამისად, ფინალში გავიდა, სადაც 22 ოქტომბერს, ყირგიზ რაზაკ ბეიშეკეევს შეხვდება.

72 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხიკვაძეც ოქროსთვის იბრძოლებს. მან ფინალამდე პოლონელი, ბერძენი, რუსი და ყირგიზი მოჭიდავეები დაამარცხა, ფინალში კი, სომეხ შანტ ხაჩატრიანს გაეჯიბრება.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ფრიდონ აბულაძე (60 კგ), რომელმაც ნახევარფინალში განიცადა მარცხი, შესაბამისად, ხვალ ხალიჩაზე მედლისთვის მაინც გავა, ოღონდ ბრინჯაოს სინჯისთვის, რასთანაც ერთი მოგება აშორებს.

ბრინჯაოს შანსი აქვთ დათა ჩხაიძეს (82 კგ) და ლაშა ტვილდიანს (97 კგ), მაგრამ მათ რეპეშაჟიდან მოუწევთ ბრძოლა.

0.122882