„ნაპოლის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ოქტომბრის სანაკრებო პერიოდში ბელგიის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.
როგორც ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ აღნიშნა, ლუკაკუ ჯერ არ არის იდეალურ კონდიციაში და ამიტომ, ის არ გამოიძახეს.
„იმედი მაქვს, რომ ლუკაკუ ნოემბერში ჩვენთან იქნება, მაგრამ ვნახოთ, ეს მასზე, მის სათამაშო ფორმაზე იქნება დამოკიდებული. ამჟამად, მას უჭირს 90 წუთი თამაში. იცით, რომ „ნაპოლიში“ ძალიან გვიან გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშობს, საუკეთესო კონდიციაში თავს ვერ გრძნობს. ლუკაკუმ მოგვმართა თხოვნით, რომ ამ პერიოდში ნეაპოლში ინდივიდუალურად ემუშავა, რათა პროგრესს მიაღწიოს“, - თქვა ტედესკომ.
შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუმ სექტემბერშიც გამოტოვა სანაკრებო მატჩები, რათა ფორმის აღსადგენად კლუბში ემუშავა.