ფეხბურთი

19:20 | 1.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "ნაპოლი" კვარაცხელიას წელიწადში მაქსიმუმ 6 მილიონს სთავაზობს

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს და ამის სურვილიც აქვს, მაგრამ არ აპირებს აქამდე შეთავაზებული პირობების გაუმჯობესებას.

როგორც Sky Sport-ის ჟურნალისტი ლუკა მარკეტი იტყობინება, „ნაპოლის“ მაქსიმალური შეთავაზება წელიწადში 6 მილიონი ევროა და არ აპირებს, ქართველ ფეხბურთელს ამაზე მეტი შესთავაზოს.

წყაროს თანახმად, ნეაპოლელებს მიაჩნიათ, რომ ეს ხელფასი ტოპფეხბურთელისთვის შესაფერისია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად წელიწადში მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და კონტრაქტი ძალაში 2027 წლის ზაფხულამდეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111775