რაგბი

18:23 | 1.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

18 წ. | ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

უმცროსი ბორჯღალოსნები 2024 წლის 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგნენ, რომელსაც ნოემბრის შუა რიცხვებში ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს.

ევროპის 5-გზის ჩემპიონი საქართველო, ტიტულის დაცვას მეოთხედფინალური შეხვედრით 16 ნოემბერს იწყებს, ნახევარფინალები 19 ნოემბერსაა ჩანიშნული, ხოლო ჩემპიონი 23-ში, გიორგობა დღეს გამოვლინდება.

მოსამზადებელი ეტაპი 5-ეტაპად გაიმართება. უმცროსი ბორჯღალოსნების 40-კაციანმა შემადგენლობამ მზადება მარტყოფის ბაზაზე დაიწყო. მასში 22 მორკინალი და 18 ხაზის მოთამაშეა. სატურნიროდ მათგან 26 უნდა შეირჩეს.

წელს 18-წლამდელები განსაკუთრებულ სეზონს ატარებენ. ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა გაზაფხულზე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე, ხოლო ზაფხულში სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე ითამაშეს და ახლა მესამე ტურნირზე მიემგზავრებიან.

იმისათვის, რომ საერთაშორისო გამოცდილება რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ მიიღოს, სამხრეთ აფრიკის ტურნირიდან გაფართოებულ შემადგენლობაში სულ 12 მოთამაშეა – 8 შერკინებიდან და 4 ხაზიდან. აქცენტი სრულად ადგილობრივ მოთამაშეებზე გაკეთდა და გაფართოებულ რაზმში არცერთი ლეგიონერი არაა.

უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), დაჩი ჭელიძე (ლელო), საბა კილაძე (ხვამლი), დავით არჩვაძე (ლელო), გოჩა ფიცხელაური (ლელო), ლუკა წიკლაური (ხვამლი), დავით ხურციძე (ლელო), ნიკოლოზ ჯინჭარაძე (ლელო), ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), დავით ბარამია (ლელო), ოთარ ელიაშვილი (გორი), გიორგი მეფარიშვილი (აია), თორნიკე ტორაძე (აია), გიორგი ქურციკიძე (ლელო), საბა მღვდელაძე (არმია), ნიკოლოზ ცინცაძე (ხვამლი), იოსებ ღვინჯილია (ლელო), გიორგი ზაზაძე (ხარები), გიორგი მარგველაშვილი (ლელო), დაჩი ხმალაძე (ლელო), ლუკა გაბუნია (აია), გიორგი არძენაძე (ჩაქვი);

ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), გოგა უშვერიძე (აია), ნიკა კოზანაშვილი (ლელო), გიგი სირბილაძე (ლელო), ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), იკა კვარაცხელია (ლელო), ლადო ქობულაშვილი (ლოკომოტივი), დათა ახვლედიანი (ლელო), მიხეილ ხოშტარია (ფოთი), ცოტნე გოგოლაძე (ხარები), ივა კვირიკაშვილი (ლელო), ნიკოლოზ ლობჟანიძე (ლელო), გივი ჩიხლაძე (აია), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), დავით არობელიძე (არმია), გოჩა ხურციძე (ლელო), ავთანდილ ზვიადაძე (აია).

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123231