ფეხბურთი

15:36 | 1.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას" ფრენკი დე იონგი დაუბრუნდა

კატალონიურმა „ბარსელონამ“ ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ტრავმის შემდეგ დაბრუნების შესახებ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის აპრილში ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ტერფის სერიოზული ტრავმა მიიღო.

„ექიმებმა ფრენკი დე იონგს ნება დართეს დაბრუნებულიყო და ის მოხვდება „იანგ ბოიზთან“ მატჩის შემადგენლობაში", - ნათქვამია ბარსელონას პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის მე-2 ტურის მატჩი „ბარსელონასა“ და „იანგ ბოიზს“ შორის დღეს, 1 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116479