ფეხბურთი

22:11 | 29.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძის კარგი თამაში და "ემპოლის" ფრე "ფიორენტინასთან"

იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 0:0.

ქართველმა ზედიზედ მეოთხედ ითამაშა შეუცვლელად, ისევ ძალიან მაღალ დონეზე და დამაჯერებლად. იმ ოთხ შეხვედრაში, რომელიც საბამ ჩაატარა, „ემპოლიმ“ ერთი გოლი გაუშვა, ბოლო სამ ტურში კარს მშრალად ინახავს. ტოსკანელთა მეორე ქართველი მცველი საბა საზონოვი კი, ტრავმირებულია და არ უთამაშია.

„ემპოლი“ ექვსი ტურის შემდეგ 10 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 ოქტომბერს, „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ რობერტო დ’ავერსას გუნდი დაუმარცხებელია, ამით კი, სერია A-ში 6 ტურის თავზე მის გარდა, მხოლოდ „იუვენტუსი“ დაიკვეხნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113814