ჭიდაობა

15:30 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ ერთი ბრინჯაო მოიპოვა

თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ გამოსვლა ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რომელიც ლუკა ღვინჯილიამ მოიპოვა.

ლუკამ პირველ წრეში მარსელ ანდრონაჩე 10:0 დაამარცხა, შემდეგ გერმანელ ლეონ დიოგო ზინსერს აჯობა ასევე 10:0, ხოლო ნახევარფინალში ლევ პავლოვთან 2:5 წააგო. ქართველმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ყაზახი მიკტიბეკ უკიმეტული 4:1 დაამარცხა.

ბრინჯაოსთან ახლოს იყო 65 კგ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ ბეშიძე, რომელმაც მედლისთვის შეხვედრა წააგო ამერიკელ ბოუენ ბასეტთან. 70 კგ წონით კატეგორიაში კი, გიგა ოთინაშვილმა განიცადა მარცხი ბრინჯაოს შეხვედრაში ირანელ ალი კარამპურთან - 4:9.

სხვათა შორის, 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა 16 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ 17-წლამდელებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. პეტრიაშვილმა კვალიფიკაციის შეხვედრაში ბერძენ გრიგორიოს სარიდისს 11:1 აჯობა, მაგრამ მერვედფინალში ყაზახ კამილ კურუგლიევთან დაძაბულ ბრძოლაში 6:7 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატი 20-წლამდელებში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა, სადაც ასევე მხოლოდ ორი ბრინჯაო მოიპოვა საქართველომ, რომელიც თორნიკე მიქელაძის (77 კგ) და აჩიკო ბოლქვაძის (87 კგ) აქტივშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114224