სხვა

1:38 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისევ მსაჯობის სკანდალი ფარიკაობაში: იტალიელს ფინალი წააგებინეს (+VIDEO)
იტალიურ მედიაში შეხვედრას სამარცხვინო ქურდობა უწოდეს

ფარიკაობაში (რაპირა) პარიზის ოლიმპიადის ფინალი სკანდალური გამოდგა, მიზეზი ისევ მსაჯობაა.

მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის, ჰონგკონგელი ჩეუნ კა ლონისა და 22 წლის იტალიელი დებიუტანტის ფილიპო მაკის შეხვედრა დრამატული გამოდგა. მაკი 14:11-ს იგებდა და ახლოს იყო ოქროს მედალთან, მაგრამ მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა - 14:14. შესაბამისად, ყველაფერი გადამწყვეტ ჩხვლეტამდე მივიდა.

სწორედ საბოლოო ქულას მოჰყვა დიდი ვნებათა ღელვა. ორი ჩხვლეტა მსაჯებმა გააუქმეს, რადგან უბრალოდ ვერაფრით დაადგინეს ვინ იყო პირველი პირველი და ეს ყველაფერი ოლიმპიადის ფინალში. მესამე ჯერზე გადაწყვეტილება მიიღეს - გამარჯვებულად კა ლონი გამოაცხადეს.

იტალიელი მოფარიკავე არ ეთანხმებოდა მსაჯების გადაწყვეტილების, განსაკუთრებით, მისი მწვრთნელი სტეფანო ჩერიონი, რომელმაც მსაჯებს არაკომპეტენტურები უწოდა:

„მსაჯები? რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტურები არიან, მორალური გამარჯვებული ფილიპოა, ის მოგებას იმსახურებდა“, - თქვა ჩერიონიმ.

ცნობილმა იტალიურმა გამოცემა RAI-მ კი, ფინალი შემდეგნაირად დაასათაურა: "სამარცხვინო ქურდობა".

შეგახსენებთ, რომ მსგავსი სკანდალი მოხდა ხმლით ფარიკაობის მერვედფინალში, როდესაც სანდრო ბაზაძეს მოჰამედ ამერის წინააღმდეგ მსაჯებმა წააგებინეს, რამაც ქართველი მოფარიკავის გაბრაზება გამოიწვია.

0.125836