ფეხბურთი

16:35 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნიკა კვეკვესკირმა "ლეხი" დატოვა
მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის „ლეხი“ დატოვა. ინფორმაცია პოლონურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

მხარეებს შორის კონტრაქტში ძალაში 2025 წლის 30 ივნისამდე იყო, თუმცა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობა გაწყვიტეს. შესაბამისად, 32 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია და ახალ გუნდში გადავა. პოლონურ მედიაში წერდნენ, რომ ნიკა პოზნანელთა ახალი მწვრთნელის, ნილს ფრედერიკსენის გეგმებში არ შედიოდა.

კლუბმა ოფიციალურ განცხადებაში ქართველ ფეხბურთელს განვლილი 3.5 წლისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებები უსურვა.

კვეკვესკირი პოლონურ გუნდში 2021 წლის დასაწყისში გადავიდა და 123 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, 7-ჯერ საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ერთხელ პოლონეთის ჩემპიონიც გახდა.

ნიკა კვეკვესკირს ასევე უთამაშია ზუგდიდის „ბაიაში“, „დინამო თბილისში“, „ცხინვალში“, „დილაში“, ბაქოს „ინტერში“, „გაბალასა“ და „ტობოლში“. საქართველოს ნაკრებში მან დღემდე 61 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113161