ფეხბურთი

20:15 | 9.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლეხი" ნიკა კვეკვესკირთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს

პოზნანის „ლეხის“ ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი სავარაუდოდ გუნდს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

„ლეხის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ნილს ფრედერიკსენის გეგმებში 32 წლის ქართველი არ შედის, ამიტომაც, მასთან და მის აგენტთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონტრაქტის გაწყვეტაზე.

კვეკვესკირს პოზნანელებთან კონტრაქტში 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ნიკა პოლონურ გუნდში 2021 წლის დასაწყისში გადავიდა და 123 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, 7-ჯერ საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ერთხელ პოლონეთის ჩემპიონიც გახდა.

კვეკვესკირს ასევე უთამაშია ზუგდიდის „ბაიაში“, „დინამო თბილისში“, „ცხინვალში“, „დილაში“, ბაქოს „ინტერში“, „გაბალასა“ და „ტობოლში“. საქართველოს ნაკრებში მან დღემდე 61 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121708