კალათბურთი

16:30 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ზფა-მ ვინგსი დაამარცხა

საქართველოს ჩემპიონი 14 წლამდელთა შორის ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა. “ა” ლიგის ფინალურ სერიაში ზაზას აკადემიელებმა საკალათბურთო კლუბი ვინგსი დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ. ფინალური სერია საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელიც აკადემიელთა ტრიუმფით დასრულდა.

მოგეხსენებათ, ფინალური სერია 2-მატჩიანი. შესაბამისად, სერიის პირველი მატჩის 75:67 მოგების შემდეგ ვინგსი 8 ქულით დაწინაურდა. საპასუხო შეხვედრა 6 ივლისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და ვინგსს გამარჯვებასთან ერთად 7 ქულით დამარცხებაც აძლევდა ხელს. ზაზას აკადემიის გუნდმა მოახერხა სასურველი ანგარიშით გამარჯვება. ფზა-მ მეტოქეს 16 ქულით – 98:82 სძლია და ჩემპიონი გახდა.

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა თავად ზაზა ფაჩულიამ მიიღო, რომელმაც საკუთარ მამიდაშვილთან და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთან, ბექა ბურჯანაძესთან ერთად დააჯილდოვა ჩემპიონები. მეორე ადგილზე გასული ვინგზის კალათბურთელები და მწვრთნელები ვერცხლის მედლებით სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113717