ფეხბურთი

10:47 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა იმნაძის გოლი ყაზახეთის თასზე (+VIDEO)

ყაზახეთის ლიგის თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „კიზილჟარი“ საკუთარ მოედანზე „კაირატს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა იმნაძემ გაიტანა.

მან 36-ე წუთზე მეკარის შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა გოლი, რითაც წონასწორობა აღადგინა. ეს ლუკას მეორე გოლია მიმდინარე სეზონში.

ამ შეხვედრაში „კაირატის“ რიგებში ლუკა გადრანმა და გიორგი ზარიამ ითამაშეს. „კიზილჟარი“ და „კაირატი“ ორი ტურის შემდეგ 4-4 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113846