ჭიდაობა

22:05 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული) ნუგზარ წურწუმია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, 27 წლის ფალავანმა თავი მოიკლა, თუმცა რა გახდა სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ნუგზარ წურწუმია 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, გარდა ამისა, პლანეტის პირველობაზე ერთხელ ვერცხლის, ორჯერ კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე წურწუმია ერთი ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116972