ძიუდო

22:50 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილი: „მინდა ისტორიაში ჩემი სახელი ჩავწერო“

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის ოლიმპიადისთვის ზაგრებში ემზადება. მათ შორის არის ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილი, რომელიც ევროპის ძიუდოს კავშირს ესაუბრა:

„როდესაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს ვუყურებდი, ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებულმა ოქროს მედალმა ძალიან დიდი მოტივაცია მომცა და ჩემი ძიუდოს შეყვარების ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო.

მე და ლაშა ბექაურს ბევრი საერთო გვაქვს. ორივე ერთი კუთხიდან ვართ, ასევე ორივეს ერთი პირადი მწვრთნელი გვყავს და ერთ კლუბში ვართ. ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ ის ხშირად მეხმარება და ბევრ რამეს მასწავლის, როგორც ძიუდოში, ისე სხვა საკითხებში.

მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ აღსანიშნად ცოტა დრო მქონდა. როდესაც ხალხის ღიმილიან სახეს ვხედავდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით ჩავეწერები, თუმცა ასევე მინდა ჩემი სახელი ოლიმპიური ჩემპიონობითაც დავტოვო. საქართველოში ერთ წელს მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი არავინ გამხდარა და მინდა ისტორიაში ჩემი სახელი ამით ჩავწერო“

შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილმა ცოტა ხნის წინ აბუ დაბიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და 20 წლის ასაკში ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114048