ჩოგბურთი

20:40 | 10.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ATP-ს რეიტინგს ახალი ლიდერი ჰყავს

როლან გაროსის დასრულების შემდეგ ATP რეიტინგი განახლდა, რომელსაც ახალი ლიდერი ჰყავს - იანიკ სინერი.

იტალიელი ჩოგბურთელი 9 525 ქულით ლიდერობს რეიტინგს და პირველი იტალიელია, რომელიც ATP-ის რეიტინგის ლიდერი გახდა. სინერი როლან გაროსზე ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ალკარასთან დამარცხდა.

მეორე ადგილზე აღზევდა როლან გაროსის ჩემპიონი კარლოს ალკარასი, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩმა ორი პოზიცია დაკარგა და მესამე ადგილზე დაქვეითდა. ხუთეულში ბოლო ორი ადგილი უცვლელია - ალექსანდრ ზვერევი და დანილ მედვედევი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114319