ანტონიო კონტე საქართველოს ნაკრების შეკრებას შეიძლება გერმანიაში ესტუმროს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი წერს.
გავლენიანი გამოცემის ცნობით, „ნაპოლის“ მწვრთნელი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩზე დასწრებას აპირებს, შედეგად კი, შეიძლება შემთხვევით ისარგებლოს და ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების შეკრებაზე პირადად შეხვდეს.
კონტეს სურს, რომ კვარა დაარწმუნოს „ნაპოლიში“ დარჩენაში და იმაში, რომ მას თავისი პროექტის მთავარ ნაწილად განიხილავს. ჯერჯერობით, ცხადია, ეს ცნობა ოფიციალური არაა და არც მეტი დეტალია ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებენ, თუმცა ნეაპოლელებს არ სურთ მისი გაყიდვა და 23 წლის ქართველთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ 88 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი და 21-ჯერ თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა.