ძიუდო

16:53 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მადრიდის ღია პირველობის ფინალში

ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მადრიდის ღია პირველობის ფინალში გავიდნენ.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექაურმა ფინალამდე ბერძენი ათანასიოს მილონელისი, ფრანგები, ლუკას უილე, ტეო ერბიე და სლოვაკი ალექს ბარტო დაამარცხა, ხოლო ფინალში ფრანგ პოლ ლივოლსის დაუპირისპირდება.

81 კგ წონით კატეგორიაში ახალკაცმა ესპანელი ინიაკი მერჩანი, გერმანელი იოჰანეს რუდი, უკრაინის სახელით მოასპარეზე ჰიევორჰ მანუკიანი და ფრანგი ტომ ლიბერი დაამარცხა, ფინალში კი ფრანგ არნო არეგბას გაეჯიბრება.

დღესვე იასპარეზეს ალექსანდრე გულბიანმა (81 კგ) და გიორგი ბენდელიანმა (100 კგ), მაგრამ ორივე მათგანმა საწყის ეტაპზე განიცადეს მარცხი და მედლისთვის ვეღარ იბრძოლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130689