ძიუდო

13:11 | 30.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ოლიმპიადისთვის ცნობილია

პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა დასახელდა.

ლაშა გუჯეჯიანმა ოლიმპიადისთვის შემდეგი შემადგენლობა შეარჩია:

60 კგ - გიორგი სარდალაშვილი

66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ - ტატო გრიგალაშვილი

90 კგ - ლაშა ბექაური

100 კგ - ილია სულამანიძე

+100 კგ - გურამ თუშიშვილი

57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი

63 კგ - ეთერ ასკილაშვილი

78 კგ - სოფიო სომხიშვილი

ოლიმპიური თამაშებზე ძიუდოში ტურნირი 27 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად საქართველო ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრშიც მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაური ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112254