ჭიდაობა

10:25 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ბაქოს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ხუთი მედლით დაასრულა. ჩვენი გუნდიდან ოქროს მედალთან ყველაზე ახლოს იყო სოლომონ მანაშვილი (125 კგ).

ქართველი მძიმეწონოსანი შეჯიბრებას მეოთხედფინალიდან შეუდგა. 10-1 მოიგო უკრაინელ ვოლოდიმირ კოჩანოვთან. ნახევარფინალში 4-1 გაიმარჯვა უნგრელ მილან კორშოგთან და ფინალში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა, თუმცა დასანანი მარცხი განიცადა (5-6) ბულგარელ ალენ ხუბულოვთან და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებიდან ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ), დავით ფაცინაშვილმა (70 კგ), ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ) და მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ).

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში 94 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.

შარშან ამავე რანგის ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა თითო ოქროს და ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურში კი 125 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116539