ფეხბურთი

15:59 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში მაისის საუკეთესოდ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი დასახელდა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ში მაისის საუკეთესო გოლად ხვიჩა კვარაცხელიას გოლი აღიარეს. ამის შესახებ იტალიის ჩემპიონატის ვებგვერდი იტყობინება.

ხვიჩას გოლმა, რომელიც მან „ფიორენტინას“ საჯარიმო დარტყმით გაუტანა, გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და აჯობა ტიჯანი რეინდერსის მიერ გატანილ გოლს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, 7-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109474