ფეხბურთი

2:00 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "რთულია ამასთან შეგუება, მსაჯის გადაწყვეტილებით გაბრაზებულები ვართ"
"მსაჯმა კატასტროფული გადაწყვეტილება მიიღო"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა „რეალთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც გერმანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, იმედგაცრუებული და გაბრაზებულია, განსაკუთრებით, მატჩის ბოლოს მატეის დე ლიხტისთვის გაუქმებული გოლის გამო:

„იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ ბოლოს დაფიქსირებული თამაშგარეს გამო, სასტვენი ნაადრევად გაისმა, მაგრამ თამაშგარე არ იყო! ძალიან ახლოს ვიყავით მიზანთან.

„რეალი“ შხაპის ქვეშაც უნდა დაამარცხო, არა მხოლოდ მოედანზე, ეს საკმარისი არ არის. დღეს, მათ ანგარიში ჩვენი საუკეთესო მოთამაშის შეცდომით გაათანაბრეს, ჩვენ ვაჩვენეთ დიდი სულისკვეთება. მსაჯის და გვერდითი მსაჯის გადაწყვეტილება კატასტროფული იყო, რთულია ამასთან შეგუება. მსაჯმა შეცდომა დაუშვა, ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს იყო გვერდითი მსაჯის შეცდომაც. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ვალდებული ხარ ის გააკეთო, რაც საჭიროა და ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უნდა შევეგუოთ იმას, რაც მოხდა“, - თქვა ტუხელმა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა მატეის დე ლიხტმაც, რომელსაც ბოლო წუთზე გოლი არ ჩაუთვალეს:

„ასე წაგება წარმოუდგენელია, მე არ მაქვს შესაბამისი სიტყვები, რომ გამოვხატო ის, რასაც ვგრძნობ. 90 წუთის განმავლობაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, შემდეგ კი, ასე წაგება... ეს „რეალია“. ბოლოს გოლი გავიტანეთ, შეიძლება თამაშგარეც იყო, მაგრამ ვინ იცის. წესები ნათელია: როდესაც რაღაც მაინც საეჭვოა, საჭიროა მსაჯმა გუნდს შეტევის დასრულებამდე მისცეს თამაშის გაგრძელების უფლება. ჩემი აზრით, ეს უმძიმესი შეცდომაა. თუმცა არ ვიტყვი, რომ მსაჯმა თამაში შეცვალა, საბოლოოდ, „რეალმა“ მოიგო და სიმართლე ესაა“.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და ფინალში 1-ელ ივნისს, „უემბლიზე“ „დორტმუნდს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.063818