თამაშგარე

15:10 | 8.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯუდი ლაურას ეტრფის

მადრიდის “რეალში” მოჩაუქე ინგლისელი შემტევის, ჯუდ ბელინგემის პირადი ცხოვრება ბულვარული მედიისთვის ნაკლებად ცნობილი იმიტომ იყო, რომ ჯუდი თავისი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მატჩის შემდგომ დასვენებას უძღვნიდა და იმის ნაცვლად, რომ დისკოთეკებზე ეხვანცალა, სახლში პენსიონერივით იჯდა და თვლემდა.

თუმცა გამოხდა ხანი, 20 წლის ჯუდმა სრულიად შემთხვევით ნიდერლანდელი 25 წლის პირმშვენიერი მოდელი და “ინსტაგრამის” დამპყრობელი ლაურა სელია ვალკი გაიცნო და სხეულში მუდმივი სასიამოვნო ჟრიალიც ამის შემდეგ დაეწყო.

ბრიტანელი მობურთალის და ნიდერლანდელი ასულის ტრფიალება ახლა არავისთვისაა დამალული და ევროპის “ყვითელი” პრესაც დიდი ამბით გვაუწყებს წყვილმა სად და რა ვითარებაში ივახშმა, ლაურას ტანთ რა ემოსა და რატომ ქონდა ჯუდს ისეთი ჩამქრალი თვალები, თითქოს ულამაზეს მოდელს კი არა მარია ზახაროვას ხვდებოდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118297