ფეხბურთი

0:09 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ედინ ტერზიჩი: "პსჟ-ს მისია ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მაგრამ ოცნების ახდენა ჩვენც გვინდა"

„დორტუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

„როგორც 1997 და 2013 წლებში ნახევარფინალის საპასუხო მატჩები ძალიან დაძაბული იყო. უკეთესი იქნება, თუ ამ სეზონის შემდეგ პარალელები 1997 წელთან გაივლება და არა 2013 წელთან.

პსჟ-ს ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად აშენდა. მათ მოიგეს ეროვნული ჩემპიონატი და ახლა ჩემპიონთა ლიგა მათი მისიაა, მაგრამ ჩვენც გვაქვს ოცნება და გვინდა მისი ასრულება. საჭირო თუ იქნება, ხვალ 20 კილომეტრზე მეტსაც ვირბენთ.

ჯგუფურ ეტაპზე პარიზში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ 1 კვირის წინ დორტმუნდში ვაჩვენებთ, რომ პსჟ-სთან თამაში სრულიად სხვაგვარადაც შეგვიძლია“, - თქვა ტერზიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ და „დორტმუნდის“ მატჩი 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.937105