ფეხბურთი

0:16 | 6.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "უდინეზესთან" ვერ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია „უდინეზეს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ქართველ ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა აწუხებს, რის გამოც უახლოეს მატჩს გამოტოვებს.

დაზიანება სერიოზული არ არის და კვარა მომდევნო ტურში „ბოლონიასთან“ წესით უნდა დაბრუნდეს მოედანზე, მაგრამ ამჯერად უდინეში ვერ ითამაშებს, რადგან ის ნეაპოლელთა განაცხადში არ არის.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 42 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058362