ძიუდო

19:13 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიმიტრი გოჩილაიძის ბრინჯაოს მედალი დუშანბეს გრანდ სლემზე

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში სტარტი აიღო დუშანბეს გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს დიმიტრი გოჩილაიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

81 კგ წონით კატეგორიაში გოჩილაიძემ ყირგიზი ასად მასაბიროვი და მონღოლი ბოლორ-ოჩირ გერეტუია დაამარცხა. დიმიტრი მეოთხედფინალში ყაზახ აბილაიხან ჯუბანაზართან დამარცხდა, მაგრამ ჯერ რეპეშაჟში რუსი დავიდ კარაპეტიანი, მერე კი, გერმანელი ტიმო კაველიუსი დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა.

დღესვე იასპარეზეს ზაურ დვალაშვილმა და ეთერ ასკილაშვილმა, მაგრამ ორივე უმედლოდ დარჩა. 5 მაისს ტატამიზე კიდევ ორი ქართველი - ბაქარ ერაშვილი და სოფიო სომხიშვილი გავლენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061837