ფეხბურთი

0:40 | 3.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეფას 2024/2025 წლების სეზონის ლიცენზირების შედეგები

უეფას 2024/2025 წლების სეზონის ლიცენზირების პროცესში, ლიცენზიის მაძიებლად განიხილებოდა ეროვნული ლიგის ათი კლუბი და ქალთა ლიგა 1-ის ოთხი კლუბი.

წარმოდგენილი დოკუმენტების და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე, სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, უეფას საკლუბო ტურნირებზე სპორტული შედეგით გასულმა ყველა კლუბმა მოიპოვა უეფას ლიცენზია.

ლიცენზიის გაცემის შემდგომ, 2024/2025 წლების სეზონის განმავლობაში, კლუბების მიერ ლიცენზირების მოთხოვნების უწყვეტად შესრულებაზე, მუდმივად განხორციელდება მონიტორინგი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068051