ფეხბურთი

23:30 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

უგოლო ფრე ქართულ დერბიში, "დილამ" ისევ მოიგო

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური ორი მატჩით დასრულდა. გორის „დილამ“ სტუმრად „თელავს“ აჯობა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე ტაირელ ვაუტერმა გაიტანა და გორელებმა მოიგეს.

გორის „დილა“ 27 ქულით მეორე ადგილზეა და „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „თელავი“ 11 ქულით მეშვიდეა და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ გაეჯიბრება.

ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისის „ტორპედოს“ და „დინამო თბილისს“ შორის შედგა. დაძაბულ შეხვედრაში საგოლე მომენტების მიუხედავად, გამარჯვებული არ გამოვლენილა და გუნდებმა ნულოვანი ფრით ქულები გაიყვეს.

აღსანიშნავია, რომ „ტორპედომ“ 8 ტური ფრის გარეშე განვლო, ბოლო ოთხ ტურში კი, ზედიზედ ითამაშა ფრე. შედეგად, სტივ კინის გუნდი 19 ქულით მეოთხეა, მომდევნო ტურში კი, გორის „დილას“ შეხვდება. „დინამო თბილისი“ 14 ქულით მეხუთეა და წინ „იბერიასთან“ მატჩი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062448