ფეხბურთი

21:05 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლო სკირა: "ნაპოლი" მომგებიან პოზიციაშია, კვარაცხელიას სხვა კლუბების რიგი არ უდგას"
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, მხარეებს დათმობაზე წასვლა მოუწევთ

იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის გაზრდა 6 მილიონ ევრომდე სურს, „ნაპოლი“ კი, მას 4 მილიონს სთავაზობს.

თუმცა, როგორც სკირა აღნიშნავს, ბონუსებით შეიძლება მხარეებმა შეთანხმება მიაღწიონ, მაგრამ საამისოდ დათმობაზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს.

„ნაპოლის“ ამჟამად უპირატესი პოზიცია გააჩნია, რადგან კვარაცხელიასთან ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. კლუბს სურს, რომ მომდევნო სეზონში ის იყოს მთავარი ფეხბურთელი. კონტრაქტის განახლებისთვის არ არის საკმარისი 4 მილიონი, რომელსაც კლუბი სთავაზობს, ფეხბურთელს 6 მილიონი სურს. ალბათ, ბონუსებით შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა. მხარეებს მოუწევთ ძალისხმევის გაწევა, აგენტი იტალიაშია, მოლაპარაკებები გრძელდება. კლუბებიდან გარკვეული სიგნალები არის, მაგრამ ისეთი რიგი არ დგას, როგორც შარშან“, - თქვა სკირამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ 85 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 24 გოლი გაიტანა, ხოლო 21-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069683