ფეხბურთი

19:20 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია "ვიტესს" ფინანსურად დაეხმარა

საქართველოს ნაკრების და ბრატისლავის „სლოვანის“ მცველი გურამ კაშია თავის ყოფილ კლუბს, „ვიტესს“ ფინანსურად დაეხმარა. ამის შესახებ ნიდერლანდური მედია წერს.

„ვიტესი“ გაკოტრების წინაშეა და ფინანსური პრობლემების გამო 18 ქულაც დააკლეს, შედეგად, ერედივიზიონიდან გავარდა. კლუბი რომ გადარჩეს, ყოფილმა ფეხბურთელებმა შემოწირულობის გაღება დაიწყეს.

მათ შორისაა კაშიაც, რომელთან ერთად „ვიტესს“ ფინანსურად რემკო პასვეერი, ლოის ოპენდა, მილოტ რაშიცა, ლეო ბეენჰაკერი, ლუის ბაკერი, ვილფრიდ ბონი და სხვა ფეხბურთელებიც დაეხმარნენ.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია კლუბის ლეგენდაა, სადაც 292 მატჩში 24 გოლი გაიტანა, სწორედ კაშიას კაპიტნობით აქვს „ვიტესს“ ერთადერთი ტიტული მოგებული (2017 წელს, ნიდერლანდების თასი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.080363