ფეხბურთი

18:05 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" რალფ რანგნიკმაც უარი უთხრა

მიუნხენის ბაიერნი მომდევნო სეზონისთვის მწვრთნელს ეძებს, მაგრამ უარი მეორედ უთხრეს. ჯერ ჩაბი ალონსომ გადაწყვიტა ლევერკუზენში დარჩენა, ხოლო რალფ რანგნიკის ვარიანტიც როგორც ჩანს, ჩაიშალა.

მიუნხენელები 65 წლის გამოცდილ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, მაგრამ ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ რალფი ევრო 2024-ის შემდეგაც ავსტრიის ნაკრებში დარჩება.

„რალფ რანგნიკმა მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ევრო 2024-ის შემდეგაც დარჩება“, - ნათქვამია OFB-ს განცხადებაში.

„ავსტრიის ნაკრებზე ვარ პასუხისმგებელი. მომწონს ეს დავალება და გადაწყვეტილი მაქვს, რომ ეს გზა გავაგრძელო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის ბაიერნის უარყოფა, არამედ გადაწყვეტილება ჩემი გუნდისთვის და ჩვენი საერთო მიზნებისთვის. ჩვენი კონცენტრაცია მთლიანად ევროპის ჩემპიონატისკენ და მაქსიმუმისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - ეს უკვე 65 წლის რანგნიკის სიტყვებია.

რამდენიმე დღის წინ ბაიერნის ხელმძღვანელობა ადასტურებდა რანგნიკთან მოლაპარაკებებს. როგორც ჩანს, მათ ახალი კანდიდატის მოძებნა მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ ბავარიულ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ თომას ტუხელი დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058678