ფეხბურთი

10:23 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ავტობუსმა დორტმუნდის სტადიონი კილიან მბაპეს გარეშე დატოვა

პსჟ-ს ავტობუსმა დორტმუნდში ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის (0:1) შემდეგ სტადიონი ფრანგი თავდამსხმელის კილიან მბაპეს გარეშე დატოვა - გვამცნობს Footmercato.

მბაპეს მატჩის შემდეგ დოპინგის ტესტის გავლა მოუწია, რის გამოც გუნდთან ერთად კლუბის ავტობუსით გასვლა ვერ შეძლო. მოგვიანებით ის თანაგუნდელებს აეროპორტში საკუთარი მანქანით შეუერთდა.

პსჟ-სა და ბორუსიას საპასუხო მატჩი 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066072