ფეხბურთი

17:53 | 1.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "არ შეგვარგეს ზეიმი, ახალგაზრდებზე მოქნეული ხელი არავის შერჩება"

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი, შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

როგორც მან თქვა, ქართველ ხალხს არ შეარგეს სიხარული, რომელიც თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. შოთას თქმით, მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი არავის შერჩება:

„არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს. დაუჯერებელია, რომ წარსულის ამდენი მაგალითი საკმარისი არ არის და საკუთარი ამბიციების თუ თავსმოხვეული თემების გატანა კვლავ ასეთი ფორმით ხდება. ხანდახან ჩუმად ყოფნა სჯობს, იმიტომ რომ ვხედავ თაობას, რომელიც ჩვენზე მეტს შეძლებს და ნაწილობრივ უკვე აკეთებს. ხანდახან არაფრის თქმა სჯობს იმიტომაც, რომ ზოგჯერ ქმედების დროა და არა ლაპარაკის, მაგრამ დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს. არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რომელიც ძირს გამოგვითხრის, ყველას და ყველაფერს დაგვაპირისპირებს. გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა“, - დაწერა არველაძემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.05516