ფეხბურთი

17:00 | 1.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მორატა "იუვენტუსში" შეიძლება მესამედ გადავიდეს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ალვარო მორატა ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა, კიდევ ერთხელ გადავიდეს.

იტალიური მედიის ცნობით, ტურინული კლუბი ფორვარდს ეძებს, რომელსაც დუშან ვლაჰოვიჩთან კონკურენცია ექნება, ერთ-ერთი ვარიანტი კი, 31 წლის ესპანელია.

მორატა მზადაა „იუვეში“ დაბრუნების სანაცვლოდ, ხელფასიც დაიკლოს და ის გასამრჯელო აიღოს, რასაც იტალიელები შესთავაზებენ. აღსანიშნავია, რომ მორატას მეუღლე იტალიელია, შესაბამისად, აპენინზე დაბრუნებაში ეს ფაქტორიცაა. „ატლეტიკოსთან“ ალვაროს 2-წლიანი კონტრაქტი კიდევ აკავშირებს, მაგრამ კლუბი მზადაა 15 მილიონ ევროდ შეელიოს.

მორატა „იუვენტუსში“ 2014-2016 და 2020-2022 წლებში თამაშობდა. ორ სხვადასხვა პერიოდში, მაგრამ 4 წელში მან შავ-თეთრი მაისურით 185 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა.

მორატას ასევე უთამაშია „რეალსა“ და „ჩელსიში“, ხოლო „ატლეტიკოში“ 2018-2020 და 2022 წლიდან დღემდე ირჯება. მიმდინარე სეზონში მან 44 შეხვედრაში 20 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061094