ფეხბურთი

2:01 | 1.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "კროოსი დიდებულია, ბელინგემმა თავის დონეზე ვერ ითამაშა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბაიერნთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა აღნიშნა, მისმა გუნდმა კარგად ვერ ითამაშა და საპასუხო შეხვედრა უკეთ უნდა ჩაატაროს.

„ბოლოს მათზე მეტი ენერგია გვქონდა და ნახევრად კმაყოფილი ვარ. „ბიერნმა“ საუკეთესოდ ითამაშა, ჩვენ - არა, მატჩში პაუზები გვქონდა. პირველ ტაიმში მეტისმეტად პასიურები ვიყავით, თავსაც ნელ ტემპში ვიცავდით. პარადოქსია, რომ მეორე ტაიმი უკეთ დავიწყეთ და ორი გოლი გავუშვით. ესაა ფეხბურთი, მაგრამ ვიყოჩაღეთ და რეაგირება მოვახდინეთ. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ენერგია მოგვცეს და კარგი შედეგს მივაღწიეთ, თუმცა, ჯერ არაფერია გარკვეული.

კროოსი დიდებულია, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რადგან პასებს კარგად არიგებს, მან შესანიშნავი გადაცემა გააკეთა, ძალიან ცოტა თუ დაინახავდა იმ მომენტში ვინისიუსს, რომელიც თავის მხრივ კარგად მოძრაობდა.

ბელინგემი? მან ვერ ითამაშა თავის დონეზე, ერთი საათის შემდეგ დაიღალა და შევცვალე. სეზონის ბოლოა და ახლოს ვართ კიდევ ერთ ფინალთან, ოთხშაბათს უკეთ უნდა ვითამაშოთ, „ბაიერნმა“ შეტევაში დიდი ხარისხი აჩვენა, ძალიან ძლიერები არიან და საჭიროა „ბერნაბეუზე“ ყურადღებით ვიყოთ”, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბაიერნის“ საპასუხო მატჩი 8 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113841