ფეხბურთი

17:14 | 30.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" ფანების პროტესტმა შედეგი გამოიღო: ლოპეტეგის ვარიანტი ჩაშლის პირასაა

„მილანში“ ხულენ ლოპეტეგის დანიშვნა თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, გარიგება ჩაიშალა.

„მილანის“ ფანებს იმდენად არ მოეწონათ ესპანელის ვარიანტი, რომ პეტიციაც შექმნეს მის წინააღმდეგ, რომელსაც უამრავი ხელმომწერი ჰყავდა. სოციალურ ქსელში გაჩნდა ჰეშთეგიც - Nopetegui.

პროტესტმა შედეგი გამოიღო და კლუბის ხელმძღვანელობამ უკან დაიხია. როგორც იტალიური მედია წერს, ახლა „როსონერი“ სხვა მწვრთნელის ვარიანტს განიხილავს. სიაში არიან რობერტო დე ძერბი, პაულუ ფონსეკა, კრისტოფ გალტიე, მარსელო გალიარდო და დომენიკო ტედესკო.

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ ამჟამად სტეფანო პიოლი წვრთნის, მაგრამ მას სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით, კლუბის დატოვება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110492