ფეხბურთი

17:49 | 30.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "იანვარში ავიღე პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდებოდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ კლუბში დარჩენის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, სიტუაცია შეიცვალა და ამიტომ, გადაწყვიტა, რომ მუშაობა მომდევნო სეზონშიც გააგრძელოს.

„იანვარში ვიგრძენი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდებოდა. თუმცა, ახლა სიტუაცია შეიცვალა და ამიტომაც პრეზიდენტს ვესაუბრე. „ბარსაში“ ყოფნა ამაღელვებელია. კატალონიელებს ასეთი რამ გვახასიათებს, ზოგჯერ ყველაფერი კარგადაა, ზოგჯერ ყველაფერი ნადგურდება. მე ვიგრძენი ფეხბურთელების, დეკუს და მთლიანად კლუბის მხარდაჭერა“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩავის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. მასთან ერთად „ბლაუგრანამ“ 2023 წელს ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099821