ჭადრაკი

14:51 | 30.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკეების წარმატება როდოსზე

წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა საბერძნეთის როდოსზე დასრულებულ ევროპის ქალთა რიგით 24-ე ჩემპიონატზე.

ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ბაციაშვილმა 10 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით II – IX ადგილები გაინაწილეს.

დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედალი ჯავახიშვილმა დაისაკუთრა, ხოლო ბაციაშვილი მეოთხე ადგილზე გავიდა.

ასევე, ორივე მათგანმა მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

კარგად ითამაშეს და საკმაოდ დიდი სარეიტინგო ქულების მატება აქვთ: ანასტასია კირთაძეს, მართა ცეცხლაძეს და კესარია მგელაძეს.

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

  1. ლელა ჯავახიშვილი (2447) – 7,5 ქულა; +8 ქულა რეიტინგის მატება;
  2. ნინო ბაციაშვილი (2445)- 7,5 ქულა; +2 ქულა;
  3. სალომე მელია (2322) – 6,5 ქულა; +3 ქულა;
  4. ანასტასია კირთაძე (2044) – 5,5 ქულა; +98 ქულა;
  5. მარიამ ჯანიაშვილი ( 1964) – 5 ქულა; +53
  6. კესარია მგელაძე (2094) – 4,5 ქულა; 86 ქულა;
  7. ნია დონღვანი (2028) – 4,5 ქულა; +42 ქულა;

115.დიანა ლომაია (2005) – 4,5 ქულა; + 17 ქულა;

  1. მარიამ ცეცხლაძე (1955) – 4,5 ქულა; +90 ქულა.
  2. თამარ ესაძე (1965) – 4,5 ქულა;+29
  3. ლილე ქორიძე (2121) – 4,5 ქულა; -22 ქულა;
  4. ბელა ხოტენაშვილი (2454) - 4 ქულა; -35 ქულა;

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101836