ფეხბურთი

10:27 | 30.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი ყველაზე ძვირადღირებული ნიდერლანდელი მწვრთნელი გახდება

არნე სლოტი „ლივერპულის“ ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება, იუწყება ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო. ახლა სპეციალისტი „ფეიენოორდს“ ხელმძღვანელობს.

წყაროს ცნობით, კლუბებმა ხელი მოაწერეს ყველა დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია დანიშვნისთვის. ოფიციალური განცხადება ამ კვირაში იგეგმება.

რომანოს თქმით, „ლივერპული“ მწვრთნელისთვის კომპენსაციას 13-15 მილიონი ევროს ოდენობით გადაიხდის.

ამრიგად, სლოტი გახდება ყველაზე ძვირადღირებული ნიდერლანდელი მწვრთნელი ისტორიაში. ამჟამინდელი დამრიგებელი იურგენ კლოპი სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს.

45 წლის სპეციალისტი „ფეიენოორდს“ 2021 წლის ზაფხულიდან წვრთნის. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით როტერდამულმა კლუბმა ყველა ტურნირზე 145 მატჩი გამართა, 94-ჯერ მოიგო, 27-ჯერ ფრედ ითამაშა და 24-ჯერ წააგო.

სლოტის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება „ფეიენოორდთან“ 2026 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11307