ფეხბურთი

0:07 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ჩელსი“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდნენ, დასრულდა. თამაში „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა. და სტუმრების გამარჯვებით 2:0 დასრულდა (ჯამში 2:1). „ბარსელონა“ ტურნირის ფინალში გავიდა.

„ბარსელონას" ნახევარმცველმა აიტანა ბონმატიმ 25-ე წუთზე გახსნა ანგარიში. მატჩის 59-ე წუთზე მასპინძლები უმცირესობაში დარჩნენ: მეორე ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ მოედანი მცველმა კადიშა ბუკენანმა დატოვა.

74-ე წუთზე კატალონიური კლუბის ფორვარდმა ფრიდოლინა როლფემ ზუსტად დაარტყა პენალტი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ამრიგად, ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 25 მაისს ბილბაოში, „ბარსელონა“ „ლიონი“-პსჟ-ის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11302