ფეხბურთი

10:25 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: კონტე "ნაპოლიში" მუშაობაზე დათანხმდა

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ანტონიო კონტე დაინიშნოს. ამ ინფორმაციას Rai Sport-ის ჟურნალისტი ჩირო ვენერატო ავრცელებს.

როგორც მან თქვა, გამოცდილი სპეციალისტი თანახმაა „ნაპოლი“ ჩაიბაროს და 3-წლიანი კონტრაქტი მისთვის მზადაა. კონტე ასევე მიიღებს გარანტიებს აურელიო დე ლაურენტისისგან საჭირო ტრანსფერების შესახებ.

ფინანსური დეტალები არ სახელდება და არც სხვა იტალიური წყაროები ადასტურებენ ამ ინფორმაციას, მაგრამ Rai საკმაოდ გავლენიანი წყაროა.

ანტონიო კონტე „ტოტენჰემიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარია. მან სეზონის შუაში „ნაპოლის“ ჩაბარებაზე უარი თქვა, რადგან ცნობილია, რომ უმეტესად მუშაობა ზაფხულიდან სურს, სანამ სეზონი დაიწყება, რათა გუნდი თვითონ ააწყოს.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს გარდა „ნაპოლის“ ძალიან ბევრ მწვრთნელს უკავშირებენ, მათ შორის არიან სტეფანო პიოლი, ვინჩენცო იტალიანო, ვინჩენცო მონტელა და ჯან პიერო გასპერინი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109012