კალათბურთი

22:27 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 21 ქულა, "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლენოვო ტენერიფემ“ „პერისტერი“ დაძაბულ ბრძოლაში 97:93 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 26 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინის გარდა, ესპანურ გუნდში მარსელინო უერტასი (27 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი) და კაილ გაი გამოირჩნენ (34 ქულა, 5 მოხსნა).

„ლენოვო ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მურსია" - „უნიკახას“ წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113198