ფეხბურთი

22:12 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ეროვნულ ლიგაში ქულები ისევ დაკარგა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურში „დინამო თბილისმა“ „თელავს“ უმასპინძლა და ქულები ისევ დაკარგა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ძალიან ცუდი სეზონი აქვს და 11 ტურში მხოლოდ 3-ჯერ მოიგო. ანდრეს კარასკოს გუნდმა მეტოქეს ვერაფერი დააკლო. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში თელაველებმა შინ 4:0 მოიგეს, ამჯერად ნულოვან ფრეს მიაღწიეს.

„დინაომ თბილისი“ 13 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში, ქუთაისში, „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „თელავი“ 11 ქულით მეშვიდეა და წინ გორის „დილასთან“ მატჩი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136475