ფეხბურთი

12:07 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "აიაქსის" ცუდმა პერიოდმა მიქაუტაძე უფრო გააძლიერა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა RMC Sport-თან ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, „აიაქსში“ ჩავარდნა მიქაუტაძეს უფრო მეტად დაეხმარა ძლიერი ხასიათის გამოვლენაში.

„ის ნიჭიერი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ცოტა გვიან გაიხსნა, იმის შედეგია, რომ როდესაც პატარა იყო, საკმარისად არ მუშაობდა. მან „ლიონის“ აკადემია გამოიარა, სადაც მისთვის ყველაფერი კარგად არ წარიმართა, მაგრამ ახლა ახერხებს იმის გაცნობიერებას, რომ მაღალ დონეზე მისაღწევად, ბევრი მუშაობაა საჭირო.

„აიაქსში“ მისი ტრანსფერი წარუმატებლობა იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დაეხმარა კიდევ უფრო მომწიფებაში“, - თქვა სანიოლმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110335