სხვა

1:57 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი მოკრივე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ორი ქართველი მოკრივე ფინალშია.

67 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ლაშა გურული იბრძოლებს, რომელმაც ნახევარფინალში მასპინძელი ვაჰიდ აბასოვი დაამარცხა და ფინალში გავიდა, ხოლო 71 კგ წონით კატეგორიაში ესკერხან მადიევმა თურქ ერდემირ ტუგრულჰანს სძლია და ისიც ფინალში გავიდა.

შესაბამისად, ორივე მოკრივეს, როგორც მინიმუმ ვერცხლის მედალი უკვე განაღდებული აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111945