ძიუდო

21:04 | 25.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია!

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 3 ქართველი გავიდა.

66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიელი მარკუს აუერი, იტალიელი მატეო პირასი და ესპანელი ალბერტო გაიტერო მარტინი დაამარცხა, ხოლო ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა იტალიელი ტაუნი კაპანის, ფრანგ ფაიზა მოკდარს, გერმანელ სეიხა ბალჰაუსს აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში უკრაინელ დარია ბილოდიდთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა, რომელიც მოიპოვა.

ამავე წონაში ნინო ლოლაძე გამოვიდა, რომელმაც პირველივე წრეში წააგო მარტა გარსია მარტინს აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127733