ფეხბურთი

10:18 | 25.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპემ ერთ სეზონში გოლების პერსონალური რეკორდი დაამყარა

პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ერთ სეზონში გოლების პერსონალური რეკორდი დაამყარა.

საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში ლორიანთან (4:1) მბაპემ გოლებიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. ამრიგად, ფრანგმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 42-43-ე გოლები გაიტანა ყველა ტურნირზე და ამ მაჩვენებლით პირადი რეკორდი დაამყარა.

მბაპე პსჟ-ში 2018 წლიდან თამაშობს. თავდამსხმელის კონტრაქტი კლუბთან 2024 წლამდეა ძალაში. ამ დროისთვის, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 43 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117921