ფეხბურთი

23:56 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის ეფექტური გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდომ“ „დიუნკერკი“ 2:0 დაამარცხა, ზურიკო დავითაშვილმა კი ულამაზესი გოლი გაიტანა.

ქართველმა შემტევმა მეორე ტაიმის დასაწყისში მეკარეს ბურთი თავზე ძალიან მოხდენილად გადაუგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ზურიკო ბოლო დროს მოედანზე გოლის ან საგოლე პასის გარეშე პრაქტიკულად არ ტოვებს.

ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 33 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, 6-ჯერ კი საგოლე პასი შეასრულა.

„ბორდო“ 44 ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 27 აპრილს, „ლავალს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117191